25.სექტემბერი .2021 13:00

„ამ შედეგებამდე თბილისი გადაწყვეტილების მიმღები პირების გულგრილმა დამოკიდებულებამ მიიყვანა“ - ანა ბიბილაშვილი

„ამ შედეგებამდე თბილისი გადაწყვეტილების მიმღები პირების გულგრილმა დამოკიდებულებამ მიიყვანა“ - ანა ბიბილაშვილი
views 421
უკან

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი გადაცემა „ქალების ნარატივში“ დედაქალაქის შეცვლილ იერსახეზე საუბრობს. ანა ბიბილაშვილის თქმით, ის უარყოფითი შედეგები, რომლამდეც ქალაქი მისულია, გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების ბრალია.

„თითქმის არ მეგულება დღეს თბილისში ადამიანი, ვინც ვერ ხედავს იმ უარყოფით შედეგებს, რომლამდეც დედაქალაქი დღეს არის მისული, ამ შედეგამდე თბილისი გადაწყვეტილების მიმღები პირების გულგრილმა და არაპროფესიონალურმა დამოკიდებულებამ მიიყვანა, ისინი ადამიანების საჭიროებებს არ ითვალისწინებენ და ასე მოსახლეობის ყოველდღიურობას დისკომფორტს უქმნიან, თითოეული გადადგმული ნაბიჯი ადამიანების საჭიროებებზე უნდა გადიოდეს, თბილისს მრავალფეროვნების უდიდესი პოტენციალი აქვს, შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოსწორება და ქალაქის ისეთი მიმართულებით წაყვანა, რომელიც უკეთეს შედეგს მოგვცემს“ - განმარტავს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა