მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ ტემპით, მომავალში ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება არ ჩანს“ - კუკავა

6314f12418730
ვიქტორია მღებრიშვილი
05.09.22 10:14
689
PMCG-ის ეკონომისტის მიხეილ კუკავას შეფასებით, რეფორმებისა და პროცესების ამ ტემპით განვითარების შემთხვევაში 2022-2023 წლებში, ქვეყნის სუვერებული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების პერსპექტივა არ ჩანს. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა და განმარტა, რომ ეს საქართველოს მიმზიდველობას აზიანებს.

ეკონომისტი საკრედიტო სუვერებული რეიტინგის მაგალითად ბოცვანა მოჰყავს და ამბობს, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მისი რეიტინგი გაიზარდოს.

„ქვეყნის მომავალში ამ ტემპით განვითარების შემთხვევაში სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება არ ჩანს. სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის გადახდისუნარიანობას, საინვესტიციო და ზოგადად ქვეყნის მიმზიდველობასაც აფასებს. მაგალითად იმისთვის, რომ ადამიანები აქ საცხოვრებლად გადმოვიდნენ. ყოველთვის მომყავს ბოცვანას მაგალითი, როგორ კი გაიზარდა მისი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, რამეთუ ის აფრიკასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი განვითარების მქონე ქვეყანაა, მაშინვე გაიზარდა ბოცვანაში გადასახლების მსურველთა რიცხვი.

საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დიდი ხანია რაც გვაქვს, ეს კი არაამბიციურ რეფორმებსაც ასახავს. როდესაც საინვესტიციო მიმზიდველობა არასაინვესტიციო დონეზე გაქვს, და BB სწორედ ამას ნიშნავს, ჩვენ უნდა წავიდეთ ამ დონიდან AAA, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხარისხიან ინვესტიციას ვერ მოვიზიდავთ. ყველაზე გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ ამას როგორც ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას არ ვუყურებთ და გაბედულ ნაბიჯებს არ ვდგამთ. არაერთმა ქვეყანამ გაზარდა საკუთარი ვალის დონე და ეს ვალი კარგად გამოიყენა, მხოლოდ ეს მას შემდეგ მოახერხა, რაც სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაეზარდათ, ამის შემდეგ იგივე ბოცვანამ ვალის ხარჯზე ძალიან ბევრი რაღაც დააფინანსა. და დემოკრატიის ეკონომიკით ის ფაქტობრივად დასავლეთ ევროპის ქვეყანებს გაუტოლდა, ცოტა ჩამორჩება, მაგრამ ძალიან ახლოსაა“, - განაცხადა კუკავამ.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ საქართველო საბიუჯეტო გამჭირვალობის ინდექსში ნომერ პირველია, რაც ძალიან დიდი მიღწევაა და ეს მთავრობას არ უნდა დავუკარგოთ.

„საქართვლოში კორუფცია და მსგავსი პრობლემები ისეთი მძაფრი არ არის როგორც რეგიონის ქვეყნებში. რეგიონის ქვეყნებს არ უნდა ვედრებოდეთ, თუმცა მე ამ შემთხვევაში ბულგარეთსა და რუმინეთსაც ვგულისხმობ, სადაც კორუფცია და ორგანიზაციული დანაშაულით ჩვენზე გაცილებით უკან არიან. მაშინ როდესაც მათკენ ევროკავშირის დიდი ფინანსური რესურსი მიემართება. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ფული გადაწყვეტი არ არის თუ უკან არ არის პოლიტიკური ნება“, - აღნიშნა PMCG-ის ეკონომისტმა.