მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ ტემპით, თებერვლის დასაწყისში ინფიცირების აქტიური შემთხვევა 200 000-სს მიაღწევს"

61f16e972229e
ანუკა ჯოხაძე
26.01.22 23:58
898
სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე 26 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 17 530 და გამოჯანმრთელების 5 087 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 100 000-ს აჭარბებს.

როგორც ჯანდაცვის სპეციალიტი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს,  ინფიცირების რაოდენობის ზრდა ამ ტემპით თუ გაგრძელდა, 6 თებერვლისთვის ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 200 000-ს მიაღწევს. მისი განმარტებით, მაღალი ინფიცირების ფონზე შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორზე დაწოლა გაიზარდოს.

“ვირუსის გავრცელებისათვის ხელის შეშლა დღეს არ ხდება. ეს წარმოშობს დეფიციტს როგორც ოჯახის ექიმების, ისე ლაბორატორიული სიმძლავრეების. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის ტენდენცია არ ჩანს. თუმცა თუ ორ კვირაში პიკი დადგება, შეიძლება დაგვიგროვდეს ის რაოდენობა, საიდანაც აღებული 2%-იანი ჰოსპიტალიზაცია მოგვცემს მაღალ რიცხვებს. საქართველოსთვის ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს - 100 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა, მაშინ როცა აგვისტოში, პიკის დროს 61 000 აქტიური შემთხვევა გვქონდა, ხოლო ნოემბრის პიკზე კი - 58 000 აქტიური შემთხვევა;

თუ ამ ტემპით მივდივართ და თუ პიკი თებერვლის პირველ კვირაში იქნება, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, მაშინ სავარაუდოდ, აქტიური შემთხვევები მინიმუმ 150 000-200 000-სს მიაღწევს, საიდანაც ჰოსპიტალიზაციის დაბალი პროცენტი ჯანდაცვის სექტორს მაინც დააწვება, რომ აღარ ვთქვათ ოჯახი ექიმების დეფიციტზე", - ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი.