მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ წუთებში "ბორჯომი-ლიკანის" მენეჯმენტი გაფიცულ თანამშრომლებს დახურულ კარს მიღმა ხვდება

5e133856bc739
ელენე კვანჭილაშვილი
06.01.20 17:36
2850
ამ წუთებში სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები შეხვედრაზე bm.ge-ის დასწრებას მოითხოვდნენ, დირექტორმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინა.

თანამშრომლების მთავარი მოთხოვნაა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

როგორც ისინი bm.ge-ისთან ყვებიან, სასტუმრომ დასაქმების პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა - ბოლოდროინდელი შემცირებების ფონზე, სასტუმროს არ ჰყოფნის თანამშრომლები, რაც არსებულ სტაფზე წნეხს ზრდის.

“საღამოს ათ საათზე რომ უნდა ვასრულებდი სამუშაოს, ზოგჯერ შუაღამემდე ვერ გავდივარ. ეს აისახება მომსახურების ხარისხზეც. დღის ბოლოს სტუმარს დაღლილობისგან პასუხსაც ვერ ვუბრუნებთ”, - გვითხრა სპა-ს თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა ამ ეტაპზე არ ისურვა.

ეზოში გაფიცვაზე უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამდნენ მასაჟისტებიც. მათი თქმით, სასტუმროს დირექტორმა ლიმიტები დააწესა. “ჩემს ნამუშევარზე მიწესებენ ლიმიტს? ან რას ნიშნავს ეს ლიმიტი, საერთოდ ვერაფერი გავიგეთ”, - ამბობენ მასაჟისტები.

Bm.ge ელოდება შეხვედრის დასრულებას. ლიკანი-ბორჯომის მენეჯერმა კობა აბულაძემ ამ ეტაპზე სიტუაციის კომენტირებაზე უარი გვითხრა.

ამ დროისთვის პროცესმა ეზოდან დახურულ კარს მიღმა გადაინაცვლა.