მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI... მიზანი - ჩვენი განადგურებაა“ - ნაჯა ორაშვილი

61c5bbc0068d8
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.21 16:22
1318
ღამის კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ამ დროისთვის კლუბს ლუქავენ.

„ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია - ჩვენი განადგურება!“, - წერს კლუბის ხელმძღვანელი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით BM.GE დამატებითი დეტალების გასარკვევად ნაჯა ორაშვილთან და სხვა კლუბების წარმომადგენლებთან დაკავშირებას შეეცდება და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 22-თვიანი შეზღუდვებისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ 21 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც კლუბებისთვის ოპერირების შეზღუდვის გაგრძელებას შეეხებოდა, საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ამის შემდეგ დაუმორჩილებლობის შინაარსით განცხადება გაავრცელეს. გუშინ საღამოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების კავშირმა (Art4cultute) კიდევ ერთი გაცხადება გაავრცელა, რომელშიც თბილისის ელექტრონული მუსიკის, საფესტივალო და საკლუბო სცენის წარმომადგენლებს, გულშემატკივრებს, მხარდამჭერებს, მოცეკვავეებს და კომუნებს მიმართა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად, ინდუსტრია აპირებს აღადგინოს მუშაობა, ვინაიდან სხვა გზა მათ არ რჩებათ.