მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ხალხს ვერავინ შეაჩერებს, რადგან მათ აქვთ მიზანი, მიაღწიონ ყველაფერს, რაც ამ ქვეყნისთვის დასახეს - კელი დეგნანი ქართველებზე

64502368ab883
BM.GE
02.05.23 00:50
821
ამ ხალხს ვერავინ შეაჩერებს, რადგან მათ აქვთ მიზანი, მიაღწიონ ყველაფერს, რაც ამ ქვეყნისთვის დასახეს- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

როგორც მან აღნიშნა, თანამდებობის დატოვების შემდეგ, დიდი ენთუზიაზმით დააკვირდება საქართველოს ევროპულ გზაზე.

ინტერვიუში, კელი დეგნანმა თავის წარუმატებლობასა და მიღწევებზეც ისაუბრა და თქვა, რომ წუხს რათა პოლარიზაცია მეტად ვერ შეამცირა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა უკვე წარადგინა.

"სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი მეტად შემემცირებინა პოლარიზაცია. იყო დრო, როცა უფრო იმედიანად ვიყავი ამ ნაწილში – განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური ძალები თითქოს ცდილობდნენ, გადაელახათ თავიანთი წინააღმდეგობები იმისთვის, რომ ერთად მუშაობა შესძლებოდათ. ეს რეფლექსიური ბოიკოტირება პარლამენტის – ხან ერთი, ხან მეორე მიზეზით – იმედი მაქვს, საქართველო ამას გასცდება, რადგან პარლამენტის არსია, რომ ერთად შეკრიბოს პარტიები, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. პარლამენტის არსი არ არის, რომ ყველას ერთი და იგივე შეხედულება ჰქონდეს.

ეს ის ადგილია, სადაც თავი უნდა მოიყაროს საქართველოს განსხვავებულმა ხმებმა. სადაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს, სადაც უნდა თანხმდებოდნენ იმაზე, რა არის საქართველოსთვის საუკეთესო. ამდენად, იმედგაცრუებული ვარ, რომ პოლარიზაციის მაღალი ხარისხი რჩება და რომ ის მექანიზმები, რომლებიც საქართველომ შეიმუშავა წლების განმავლობაში, სრულად დანერგილი და გამოყენებული არ არის. რაც შეეხება ჩემს პერსონალურ წარმატებას, განცდა, რომ ამ ქვეყანას ვერაფერი შეაჩერებს რომ ამ ხალხს ვერავინ შეაჩერებს რადგან მათ აქვთ მიზანი რომ მიაღწიონ ყველაფერს, რაც ამ ქვეყნისთვის დასახეს – უსაფრთხოება, კეთილდღეობით აღსავსე დემოკრატია ევროპაში. დიდი ენთუზიაზმით დავაკვირდები საქართველოს ამ გზაზე. ამერიკა თქვენს გვერდით იქნება – ვიქნები ეს მე, თუ შემდეგი ელჩი, რომელიც საქართველოს ძალისხმევას ბოლომდე დაუჭერს მხარს", - თქვა მან.