მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამაღამ თბილისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ისევ მოირეცხება

5e7ceef304e0f
BM.GE
26.03.20 23:00
762
დღეს ღამით, 24:00 საათიდან დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ისევ მოირეცხება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დეზინფექცია ძირითადად ჩატარდება ბაღებსა და სკვერებში, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე, მეტროსადგურების ამოსასვლელებთან.

ღონისძიებას, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხორციელდება, თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო ერთობლივად ატარებს.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და იგი აბსოლუტურად უვნებელია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.