2024 წლიდან საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დიდი წლოვანების ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას აპირებს. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. საუბარია ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტის სავალდებულო წესით დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა მომავალი წლიდან შეიზღუდება. მთავრობის ინფორმაციით, რეგულაცია 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება და ამ ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ გაყიდვების დირექტორის განცხადებით, მათი კომპანიის იმპორტში 2013 წელს ქვემოთ წლოვანების ავტომობილებს 10-11% უჭირავს.
„ეს არ არის დიდი მაჩვენებელი, თუმცა ცალსახად ამ სეგმენტს საშუალება აღარ ექნება შეიძინოს შედარებით ბიუჯეტური ავტომობილები“,-ამბობს ალექსანდრე ვეკუა.
იქიდან გამომდინარე, რომ ევრო-5 სტანდარტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედებს. მთავარი კითხვა, რაც დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნესს აქვს, ისაა, რა ფორმით შეეხება რეგულაცია ამერიკიდან ავტომობილების იმპორტს, რადგან შტატებში ევროკავშირისგან განსხვავებული სტანდარტები მოქმედებს.
„მთავარი შეკითხვაა, როგორ მოხდება ამის პრაქტიკაში ინტეგრირება, ევროსტანდარტი არის სრულად ევროპის ქვეყნებში გავრცელებული, ძირითადად საუბარია გამონაბოლქვზე და მასში მძიმე მეტალებისა და ა.შ რაოდენობაზე, რაც ეკოლოგიისთვის არის მნიშვნელოვანი. ასეთივე სტანდარტები არსებობს შტატებში, თუმცა განსხვავდება მიდგომები. შინაარსობრივად რომ ჩავხედოთ ევრო 5 სტანდარტს და იგივე აშშ-ში დანერგილ სტანდარტებს, პრაქტიკულად კვეთა აქვს ძალიან ბევრ პუნქტს, თუმცა არის განსხვავებებიც, ჩვენ დანერგვა ისე უნდა მოვახდინოთ საქართველოში, რომ მოვერგოთ ეკოლოგიურ სტანდარტებსაც, თუმცა არ იყოს მკაცრად შეზღუდული ევროსტანდარტი, რადგან ჩვენ ძირითადად შტატებიდან ჩამოგვყავს ავტომობილები, ამიტომ ამან არ უნდა შეზღუდოს იმპორტი და არ უნდა ავნოს ბიზნესს.
ინიციატივას ცალსახად ვემხრობით, თუმცა ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობაც, რომ სწორად მოხდეს დანერგვა და არ შეუქმნას ბიზნესს პრობლემები “,-აცხადებს ალექსანდრე ვეკუა „კავკასიის ავტოიმპორტის“ გაყიდვების დირექტორი.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევრო 5 სტანდარტი და წლოვანების შეზღუდვა ავტომობილების რეექსპორტს არ შეეხება. ცვლილებებთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტი უკვე მზადაა, რომელიც უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი