მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამაზე არასახელმწიფოებრივი განცხადება ძნელად წარმომიდგენია - ცქიტიშვილი პრემიერზე

621c97d83194a
მარიამ ვარადაშვილი
28.02.22 13:39
960
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ანტისახელმწიფოებრივ უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, რომ რუსეთის მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები არ მუშაობს.

“პრემიერ-მინისტრმა თქვა - "უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება".
ძნელად წარმომიდგენია ამაზე არასახელმწოფოებრივი განცხადება რა შეიძლება იყოს დღეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან!” - წერს ცქიტიშვილი Facebook-ზე.

დღეს, 28 თებერვლას, გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სანქციები ეფექტიანი არ არის და უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო დიდი გამოწვევის წინაშეა. 

“ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? - ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.