მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამაზე კარგი მდგომარეობა ეკონომიკის გახსნისთვის არ გვექნება“ – სანდრო ურუშაძე

5f04aea5b66f4
თათია ჩაფიჩაძე
07.07.20 23:20
1379
„ამაზე კარგი მდგომარეობა ეკონომიკის გახსნისთვის არ გვექნება“ - ჯანდაცვის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის სანდრო ურუშაძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია გაჩერებული ობიექტების არსებობას არ საჭიროებს.

„საქმიანი დილის“ ეთერში მან კომუნიკაციის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებები მოქალაქეებისთვის გაუგებარია, რაც ეპიდემიის მართვის პროცესში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმართულებით გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

„არასპეციალისტისთვისაც ცხადია, რომ დღეში 1-2 შემთხვევა არ არის ის რაოდენობა, რაც შეშფოთებას უნდა იწვევდეს, არ მგონია ვინმე მინუს რიცხვებს ელოდეს, ამიტომ ამაზე კარგი მდგომარეობა იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს, არ გვექნება.

ყველა ეპიდემიას აქვს ორი მხარე - ერთია სამედიცინო, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან და მეორეა სოციალურ-ეკონომიკური. ორივე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეკონომიკა პირდაპირ უკავშირდება ადამიანებს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. უნდა ვისაუბროთ იმ ადამიანების კეთილდღეობაზე, იმ სამუშაო ადგილებზე, რომლის მნიშვნელობა არანაკლებია.

ბევრი ქვეყანა ვერ აცდა ეპიდემიის მართვის დროს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ერთია რასაც საჭიროება გვკარნახობს და მეორეა შეზღუდვები, რომელიც ქვეყნებმა და პოლიტიკოსებმა დააწესეს და ეს კითხვებს ბადებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში. არის ეჭვები რომ ბევრმა მთავრობამ გამოიყენა ეს მეტი ძალაუფლებისათვის არაგონივრულად, მაგრამ არის ერთი გამოთქმა „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“, ამიტომაც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყანა აღამოჩნდა იმ მცირე ქვეყნების რიცხვში, რომლებმაც მინიმალური დანაკარგებით გაიარეს ეს პროცესი", – აღნიშნა ურუშაძემ.

მისივე თქმით, ჩვენ დამოკიდებულები ვართ მხოლოდ იმ ადამიანების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სამთავრობო სტრუქტურებში ან საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობენ და მოქალაქეებისთვის ეს გაუგებარი რჩება.

"გვჭირდება პასუხები რა შემთხვევაში დაიკეტება ისევ ესა თუ ის ობიექტი, თუნდაც იმისთვის რომ დაიგეგმოს ბიზესი, ოჯახთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ამიტომაც ეს კომუნიკაცია მოითხოვს გადახედვას. ბევრი გაკვეთილი წარმატების შედეგის მიუხედავად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მომავალში ეს შეცდომები აღარ იყოს გამეორებული", - განაცხადა ურუშაძემ.