მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $30 მილიარდს დააბანდებს

60ae562880d60
ნათია თაქთაქიშვილი
26.05.21 20:55
942
ავტოკონცერნი Ford-ი აცხადებს, რომ კომპანია ელექტრომობილების წარმოებაში 2025 წლამდე 30 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას განიხილავს. ავტოკონცერნი ასევე აცხადებს, რომ 2030 წლისთვის გაყიდული ავტომობილების 40% ელექტრონული იქნება. აღნიშნული განცხადების შემდეგ კომპანიის აქციების ფასმა თითქმის 2%-ით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად Ford-ი 22 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას აპირებდა, თუმცა, გეგმები შეცვალა და ინვესტიციის მოცულობა გაზარდა. გარდა ამისა, ავტოკონცერნი ელემენტების კორეულ მწარმოებელ SK innovation-თან თანამშრომლობით ორი ქარხნის აშენებასაც განიხილავს.

ცნობისთვის, Ford-ი უკვე აწარმოებს ელექტრომობილებს. კომპანიამ გასულ წელს ავტოკონცერნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის Mustang-ის ელექტროვერსია Mustang Mach-E-ი გამოუშვა, ხოლო გასულ კვირას სრულიად ელექტრონული პიკაპი - F-150 pickup-ი წარადგინა.