მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკეთესობა გვაქვს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლეს“ - ამირან გამყრელიძე

600ab2eb1380e
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.21 15:31
522
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დასტაბილურებულია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილებები ეპიდ. მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა და ყოველი შემდეგი შემსუბუქება 2-კვირიანი დაკვირვების შემდეგ მოხდება.

„ქვეყანაში ეპიდ. სიტუაციის სტაბილიზაცია არის, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. პლატო, რომელიც ჯერჯერობით შედარებით მაღალ მაჩვენებელზეა, გაჩერებულია, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველა გახსნასთან მიმართებაში. რაღაცის შემსუბუქების შემდეგ აუცილებელია 2-კვირიანი დაკვირვება, როგორ მიჰყვება ამას ეპიდსიტუაცია და ამის შემდეგ შემსუბუქების მეორე ეტაპის დაწყება. ასე შეთანხმდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ეპიდ. სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი უნდა იყოს საფუძველი მომდევნო ეტაპობრივი შემსუბუქებისა ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი ინდიკატორი ტესტირებების დადებითობის მაჩვენებელია, რომელიც ყველაზე დაბალ დონეზე აჭარაშია.

„დღევანდელი მონაცემებით, ტესტირებებში გამოვლენილი დადებითი შემთხვევების მაჩვენებელი 6.1%-ია, გუშინ გვქონდა 6.7%, გუშინ წინ 7.7%... კლების ტენდენცია გვაქვს. რეგიონების მიხედვით ეს ტენდენცია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ასეთია: აჭარაში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 3% გვაქვს, რაც კარგია, რადგან ჩვენ ზღვრად 5%-ს ვიღებთ და ქვევით რომ მოდის ნიშნავს, რომ სიტუაცია უმჯობესდება; გურიაში - 7%-ია, თბილისში - 7%-ია, ამიტომ თბილისზე ჯერ თავი უნდა შევიკავოთ. იმერეთში, კახეთში, მცხეთა - მთიანეთსა და სამეგრელო - ზემო სვანეთში - 9%; რაჭა-ლეჩხუმში - 12%; სამცხე-ჯავახეთში -7%; ქვემო ქართლში - 8% და შიდა ქართლში -13%. სულ ბოლო ერთი კვირის ტესტირებების დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 7.3%. ბოლოს გვქონდა 30% და ვხედავთ, რომ შემცირებულია“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.