მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი 10,000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

637352dca570a
გიორგი თოლორდავა
15.11.22 13:11
731
კომპანია Amazon-ი მორიგი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას და სამსახურიდან 10,000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.

ტექნოლოგიური გიგანტის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან და კოვიდრეგულაციების გაუქმების ფონზე, ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნის შემცირებასთან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვარტალში თანამშრომლების განთავისუფლების გადაწყვეტილება არაერთმა მსხვილმა კომპანიამ მიიღო, მათ შორისაა: Meta, Twitter, Microsoft და Airbnb.

ზემოხსენებული კომპანიებისგან განსხვავებით, Amazon-ი შედარებით დაბალკვალიფიციური მუშახელის განთავისუფლებას გეგმავს, რადგან მათი უმეტესობა საწყობებშია დასაქმებული.

ცნობისთვის, Amazon-ი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 1.54 მილიონ თანამშრომელს ასაქმებს, შესაბამისად, 10,000 თანამშრომელი კომპანიის მრავალრიცხოვანი სტაფის მხოლოდ 0.65%-ია.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.