10.სექტემბერი .2020 19:53

Amazon-ი 33,000 ახალ თანამშრომელს აიყვანს

views 270
უკან

მსოფლიოში ცნობილი ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Amazon-ი 33,000 ახალ თანამშრომელს აიყვანს. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ახალი თანამშრომლები კორპორატიული და ტექნიკური მიმართულებით დასაქმდებიან. თითოეულ ახალ თანამშრომელს Amazon-ი საათში მინიმუმ 15 აშშ დოლარს გადაუხდის, რაც წელიწადში დაახლოებით 150,000 აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც Amazon-ში აცხადებენ, კომპანიამ სპეციალური კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ამერიკელების 53%-მა იძულებით დაკარგა სამუშაო ადგილი კორონავირუსის პანდემიის გამო და სამსახურის მაძიებელთა რიგებს შეუერთდა.

„როგორც ვიცით, Covid-19- ის ეკონომიკური ზემოქმედების შედეგად ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი და ეძებს ახალ სამუშაოს, ამიტომ Amazon-ი აწესებს „კარიერის დღეს“, რომლის მიზანია დაეხმაროს ყველა სამუშაოს მაძიებელს, განურჩევლად მათი გამოცდილების დონის და პროფესიული დარგისა", - აღნიშნულია Amazon-ის ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ Amazon-მა კორონავირუსის პანდემიის დროს შეძლო 175,000-ზე მეტი ადამიანის დაქირავება.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის აქციების ფასი გასული წლის შემდეგ 77%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა