მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი აპირებს ხელი საკრედიტო ბარათად აქციოს

5e26d0aa053db
ნათია თაქთაქიშვილი
22.01.20 00:16
1091
მსოფლიოში ცნობილი ონლაინ რითეილერი Amazon-ი ცდილობს ხელი საკრედიტო ბარათად აქციოს, კერძოდ, კომპანია ხელის სკანირებით გადახდის სისტემაზე მომუშავე ტერმინალების შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას news.slashdot.org-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ტერმინელის ამოქმედების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს გადახდის წარმოებას საკუთარი ხელის გულით, ისე რომ მას არ მოუწევს საფულიდან ამოიღოს საკრედიტო ბარათი ან ტელეფონი.

სანდო წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ კომპანია ასეთი ტერმინალების განთავსებას აპირებს ყავის მაღაზიებში, სწრაფი კვების ობიექტებში და სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში.

დამატებითი დეტალების გაცხადებაზე Amazon-ი ამ ეტაპზე უარს აცხადებს.

როგორც ჩანს, პროექტს ყურადღებით ადევნებენ თვალს როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური კომპანიები. Amazon-მა უკვე მიმართა უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა Visa-ს და ტერმინალების ტესტირებაში დახმარება სთხოვა.

პროექტით ასევე დაინტერესდნენ ბანკები JPMorgan Chase-ი, Wells Fargo და Synchrony Financial-ი, რომლებთანაც Amazon-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს.