მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი ბუნებრივ გაზზე მომუშავე სატვირთო ავტომობილებს ყიდულობს

60229ee0cea34
ნათია თაქთაქიშვილი
09.02.21 23:00
851
Amazon-ი ბუნებრივ გაზზე მომუშავე სატვირთო ავტომობილების შეძენას განიხილავს, კომპანიის მიზანი იმ ძველი სატვირთო ავტომობილების ჩანაცვლებაა, რომლებიც დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფენ და ჰაერს აბინძურებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიის ონლაინ გაყიდვების რაოდენობა პანდემიის გამო განსაკუთრებით გაიზარდა 2020-ში 2019 წელთან შედარებით. გაყიდვების ზრდამ 38%-ი შეადგინა.

Amazon-ი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე 700-მდე სატვირთო ავტომობილი შეუკვეთეს და ონლაინ გაყიდვების პლატფორმა აღნიშნავს, რომ კომპანიას სურს 2040 წლამდე მინიმუმდე შეამციროს ნახშირორჟანგის გამოყოფა.

„Amazon-ი კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით, რომელიც ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით მიიღო. ამიერიდან კომპანია პროდუქციის მიწოდებისას გამოიყენებს ისეთ სატვირთო ავტომობილებს, რომლებიც გარემოს ნაკლებად აბინძურებენ“, - აღნიშნულია კომპანიის პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილი დაახლოებით 27%-ით ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფს, ვიდრე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილები.