მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი დამატებით 75,000 მოქალაქეს დაასაქმებს – კომპანია ზრდის ხელფასებსაც

5e956a48b32cf
ნათია თაქთაქიშვილი
15.04.20 00:15
2177
კორონავირუსის პანდემიის გამო საყოველთაო კარანტინისა და სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, Amazon-ზე შეკვეთების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ გაზრდილი მოთხოვნის დასაბალანსებლად დამატებით 75 ათას მოქალაქეს დაასაქმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საუბარია როგორც კომპანიის კუთვნილი საწყობების, ისე მიტანის სერვისის თანამშრომლებზე.

როგორც კომპანია აცხადებს, Amazon-ის მთავარი საზრუნავია თანამშრომელთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა და ამ კუთხით ყველანაირ ნორმებს იცავენ.

აშშ-ში უმუშევრობის რეკორდული ზრდის ფონზე, Amazon-ი ასევე ზრდის დასაქმებულთა მინიმალურ ხელფასს და საათში 15 დოლარის ნაცვლად, ანაზღაურება საათში 17 დოლარი იქნება.

კომპანიაში განაცხადეს, რომ მარტში გამოცხადებული 100,000 ვაკანსია უკვე შეივსო და ახალი 75,000 თანამშრომლის დასაქმება ამაში არ შედის. დასაქმებულთა ზრდის პარალელურად იზრდება კომპანიის სახელფასო ხარჯებიც.

წლის დასაწყისში ცნობილი იყო, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდაზე წელს 350 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა, თუმცა, ამ დროისთვის რიცხვი 500 მილიონს აღემატება. როგორც წესი, Amazon-ის თანამშრომელთა რაოდენობა სეზონურად იცვლება.