მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი ესპანეთში $3 მილიარდის ინვესტირებას განიხილავს

60bf68ab64175
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.21 18:41
751
აშშ-ის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Amazon-ი ესპანეთში ახალი მონაცემთა ცენტრების გასახსნელად 3 მილიარდი ევროს ინვესტირებას განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ცენტრები 2022 წლის პირველი ნახევრის ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ CNBC წერს.

აღნიშნულ პროექტში ინვესტირებას Amazon-ის შვილობილი კომპანია Amazon Web Services-ი განახორციელებს, რომელიც კომპანიის IT მიმართულებას კურირებს. 3 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა 10 წლის განმავლობაში იგეგმება.

გამოცემა წერს, რომ ინვესტიცია მოიცავს კაპიტალურ ხარჯებს, ცენტრების მშენებლობას, აღჭურვილობის იმპორტსა და ასევე სახელფასო ბიუჯეტს 1,300 პირისთვის, რომლებიც ცენტრებში დასაქმდებიან.

Amazon Web Service-ი ესპანეთში 2012 წლიდან არის წარმოდგენილი, თუმცა კომპანიამ გაფართოება გადაწყვიტა, რომლის მიზანიც გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა.