04.ივნისი .2020 21:20

Amazon-ი ინდოეთის მობილური კავშირის კომპანიაში წილის შეძენას $2 მილიარდად გეგმავს

views 260
უკან

მსოფლიოში ცნობილი ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Amazon-ი ინდოეთის მობილური კავშირის ოპერატორ კომპანია Bharti Airtel-ში წილის შეძენას 2 მილიარდ აშშ დოლარად გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

შეთანხმების შემთხვევაში, Amazon-ი დაახლოებით 5%-იანი წილის მფლობელი გახდება Bharti Airtel-ში, ხოლო აღნიშნული თანხა ინდოეთის მესამე ყველაზე დიდ მობილური კავშირის ოპერატორ კომპანიას დაეხმარება კონკურენცია გაუწიოს კომპანია Reliance Jio-ს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Jio უბრალო მობილური ოპერატორი კომპანიიდან გახდა ციფრული ტექნოლოგიით აღჭურვილი კომპანია და ანალოგიურ პლატფორმად შეიძლება გადაკეთდეს Airtel-იც.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ი და ინდოეთის მობილური კავშირის ოპერატორ კომპანია Bharti Airtel-ი მოლაპარაკების საწყის ეტაპზე არიან, თუმცა რაც Amazon-ი Airtel-ით დაინტერესდა, კომპანიის აქციებზე ფასი თავდაპირველად 6%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო მონაცემებით კიდევ 3.8%-ით.

რაც შეეხება Amazon-ს, კომპანია ინდოეთს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ბაზრად განიხილავს და უკვე დაბანდებული აქვს 6.5 მილიარდი აშშ დოლარი ონლაინ გაყიდვების პლატფორმის განვითარებაში.