მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი ინდოეთში 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის ინიციატივით გამოდის

5e26b99c8cb2d
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.20 21:30
1079
მსოფლიოში ცნობილი ონლაინ-რითეილერი კომპანია Amazon-ი აცხადებს, რომ 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს ინდოეთში მომავალი 5 წლის განმავლობაში. Amazon-ში აცხადებენ, რომ კომპანიამ გასული ექვსი წლის განმავლობაში უკვე 700 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა მოახერხა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ჯეფ ბეზოსმა, კომპანიის აღამსრულებლმა დირექტორმა განაცხადა, რომ Amazon-ი 1 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინასებლად, რაც სამუშაო ადგილების შემ~ქმნის წინაპირობაა.

კომპანიის ინიციატივა თანხვედრაშია ინდოეთის მთავრობის ამბიციურ გეგმებთან, რაც ითვალისწინებს 400 მილიონამდე ადამიანის დატრენინგებას 2022 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებზე, მაგალითად როგორიც არის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, ასევე პროფესიები მომსახურების და ტექნოლოგიების სფეროებიდან.

როგორც გამოცემა წერს, ეს ინიციატივა დროულია, რადგან უმუშევრობამ ინდოეთში შარშან უმაღლეს ნიშნულს მიაღწია ბოლო ათწლეულების განმავლობაში.