მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი ინდოეთში 50 000-მდე ადამიანს დროებით დაასაქმებს

5ec7b2ee75223
ნათია თაქთაქიშვილი
22.05.20 23:30
1116
მსოფლიოში ცნობილი ონლაინ რითეილერი კომპანია Amazon.com-ი აცხადებს, რომ კომპანიის ინდოეთის ფილიალში დამატებითი თანამშრომლები სჭირდებათ, შესაბამისად Amazon-ი 50 000-მდე დროებით თანამშრომელს აიყვანს სამსახურში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანიას დამატებითი მუშახელი ონლაინ გაყიდვებზე წარმოუდგენელი ზრდის გამო სჭირდებათ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული "ლოქდაუნის" ბრალია, ვინაიდან ხალხი ორ თვეზე მეტია სახლიდან თავისუფლად გასვლას ვერ ახერხებს.

Amazon-ის განცხადებით, დამატებითი მუშახელი ძირითადად სადისტრიბუციო ქსელში დასაქმდება უსაფრთხოების ყველანაირი ნორმის დაცვით.

„ამ გადაწყვეტილებით კომპანია მისცემს საკუთარ მომხმარებლებს საშუალებას დაიცვან სოციალური დისტანცირების ნორმები, დარჩნენ სახლში და ამავე დროს შეუფერხებლად მიიღონ ყველა ის პროდუქტი, რაც მათ სჭირდებათ“, – აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ პრეს-რელიზში.