მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი მიწოდების სერვისისთვის რობოტების შექმნას გეგმავს

60ddd0cd7e1fe
ნათია თაქთაქიშვილი
01.07.21 22:14
524
ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Amazon-ი მიწოდების სერვისისთვის რობოტების შექმნას განიხილავს, აღნიშნული რობოტების წარმოება ფინეთში იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Amazon-მა ახალი პროექტის განვითარებაზე ზრუნვა ნახევარი წლის წინ დაიწყო, როდესაც ამერიკულმა წამყვანმა კომპანიამ ფინური კომპანია Umbra შეიძინა, რომელიც თავის მხრივ ოფისებს ფლობს აშშ-სა და აზიის რეგიონში.

ტექნოლოგიური კომპანია Umbra ფინეთში 2006 წელს დაარსდა და ინვესტორებისგან 3.4 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა მოახერხა.

Amazon-ის განცხადებით, სიეტლში მდებარე საწარმოში ათეულობით ინჟინერი იმუშავებს რობოტების შექმნაზე, რომლებიც ფოკუსირებული იქნებიან დარგის განვითარებაზე და ტექნოლოგიების დახვეწაზე.