მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი მზადაა თანამშრომლებს საშობაოდ 3,000 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ბონუსი გადაუხადოს

616d781f9249d
ნათია თაქთაქიშვილი
18.10.21 23:00
945
დიდ ბრიტანეთში Amazon-ი მზად არის საშობაოდ თანამშრომლებს 3,000 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ერთჯერადი ბონუსი გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაზრდილი მოთხოვნისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის ფონზე მიიღო, რომლის მიზანიც ახალი სამუშაო ძალის მოზიდვაა. აღსანიშნავია, რომ Amazon-ი დაახლოებით 20,000 თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს დიდ ბრიტანეთში.

რაც შეეხება, ახალი თანამშრომლების სტანდარტულ ანაზღაურებას, მინიმალური ოდენობა 10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო დიდი ბრიტანეთის ზოგ რეგიონში 11.10 გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ Amazon-ის განცხადებით, კომპანიას გასულ წელს გაყიდვები 50%-ით გაეზარდა და 20,63 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.