მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი საფრანგეთში სადისტრიბუციო ქსელებს ხურავს

5e9856ca10d5b
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.20 22:20
1070
მსოფლიოში ცნობილი ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Amazon-ი საფრანგეთში სადისტრიბუციო საქმიანობას დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Amazon-მა საქმიანობის შეჩერება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საფრანგეთის სასამართლომ საფრანგეთის პროფკავშირების სარჩელი დააკმაყოფილა, სადაც კომპანიას პროფკავშირები თანამშრომლების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაში ადანაშაულებდა.

როგორც კომპანიამ განაცხადა, Amazon–ს აეკრძალა სადისტრიბუციო საქმიანობა საფრანგეთის მასშტაბით, ხოლო დარღვევის შემთხვევაში ონლაინ გაყიდვების პლატფორმას 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, საფრანგეთის მთავრობამ შეაჩერა მეორეხარისხოვანი ბიზნეს ოპერაციები გასულ თვეს და საგანგებო მდგომარეობა ძალაში 11 მაისამდე დატოვა.