31.ივლისი .2020 15:10

Amazon-ი სატელიტური ქსელის განვითარებაში $10 მილიარდს დააბანდებს

views 381
უკან

კომპანია Amazon-ი აცხადებს, რომ სატელიტური ქსელის განვითარებაში 10 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს, რომლის მიზანი მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა მსოფლიოს მასშტაბით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ დრომდე ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Amazon-ი ამ ნაბიჯით ცდილობს კონკურენცია გაუწიოს Starlink network-ს, რომელსაც ილონ მასკის SpaceX-ი ავითარებს.

Amazon-მა ახალი პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რაც ონლაინ გაყიდვების საიტმა ყველაზე დიდი მოგება მიიღო თავისი არსებობის 26 წლიანი ისტორიის მანძილზე.

როგორც Amazon-ი აცხადებს, აღნიშნული პროექტი ასევე ხელს შეუწყობს 5G-ის განვითარებას და სხვა უსადენო სერვისების მიწოდებას ჩაუყრის საფუძველს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა