მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი სიეტლის გარეუბანში 15,000 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს

5e3d48bba5468
ნათია თაქთაქიშვილი
07.02.20 21:20
1161
მსოფლიოში ცნობილი ონლაინ რითეილერი კომპანია Amazon-ი სიეტლის გარეუბანში წარმოების გაფართოებას გეგმავს, რაც ქალაქ ბელვიუში დამატებით 15,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს. ამიშ შესახებ Business Insider-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანიას ბელვიუს ფილიალიდან ამჟამად 2,000-მდე თანამშრომელი ემსახურება. კომპანიამ, ბელვიუს ფილიალში 700 ვაკანტური პოზიციის შესახებ განაცხადა, ასევე 10,000-ზე მეტი ვაკანტური პოზიციაა გამოცხადებული სიეტლის მთავარ ოფისში.

გასულ ზაფხულს, კომპანიამ ბელვიუში მიწა შეიძინა, სადაც ის 43-სართულიანი საოფისე შენობის აგებას გეგმავს. წინასწარი მონაცემებით, ოფისის გახსნის შემდეგ თანამშრომელთა რიცხვი 4,200 თანამშრომლამდე გაიზრდება.

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ბელვიუს განიხილავს ბიზნესისთვის მეგობრულ ადგილად, სადაც მაღალი ცხოვრების ხარისხი, ბიზნესისთვის დაბალი გადასახადები და ფანტასტიკური შესაძლებლობებია.