Amazon-მა განაცხადა, რომ წელს შტატ კალიფორნიის ქალაქ ლოქფორდში დრონებით მიწოდების პირველ სერვისს გაუშვებს – ამ ეტაპზე კომპანია შესაბამისი მარეგულირებლის ნებართვას ელოდება. „დრონებით მიწოდების სერვისის შექმნის დაპირება ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავდა“, – ვკითხულობთ Amazon-ის პრესრელიზში. „ამ რეალობის შესაქმნელად თითქმის ათწლეული ვიმუშავეთ“.
როგორც ირკვევა, შტატ კალიფორნიის ქალაქი ლოქფორდი, რომელშიც 4000-მდე ადამიანი ცხოვრობს, Amazon-ს შემთხვევით არ შეურჩევია, რადგან ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილია გლობალური საავიაციო ინდუსტრიისთვის – სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა ავიაციის ერთ-ერთი პიონერი, უელდონ ბაქსტერ კუკი, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ლოქფორდი ამ ტექნოლოგიისთვის სატესტო ადგილია – კომპანია გვპირდება, რომ სულ მალე დრონებით მიტანის სერვისი სხვა ქალაქებშიც ამოქმედდება.
„ლოქფორდში სერვისის გაშვების პარალელურად, ადგილობრივ კომუნაში ინვესტიციას განვახორციელებთ, სამუშაო ადგილებს შევქმნით, ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობას საფუძველს ჩავუყრით და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაში საკუთარ წვლილს შევიტანთ – ყველაფერი ეს იმ ფუტურისტული ტექნოლოგიის წყალობით, რომელსაც შეუძლია, ერთ დღეს ისეთივე ჩვეულებრიობად იქცეს, როგორიც Amazon-ის ავტოფურგონის გამოჩენაა თქვენი სახლის მისადგომებთან“, – ვკითხულობთ კომპანიის პრესრელიზში.
ამანათების დრონებით მიტანის სერვისის ფუნქციონალს Amazon-ი შემდეგნაირად ხსნის: მას მერე, რაც ლოქფორდის მცხოვრებლები სპეციალური წესით დარეგისტრირდებიან, აპლიკაციაში ის ნივთები გამოუჩნდებათ, რომელთა მიტანა Prime Air-ის სერვისით იქნება შესაძლებელი. ნივთის შეძენის შემდეგ კი მოტანის სავარაუდო დროც გამოუჩნდებათ, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. „ამ ამანათებისთვის დრონი გამოძახების მისამართზე მიფრინდება, მომხმარებლის უკანა ეზოში უსაფრთხო სიმაღლემდე დაეშვება, ამანათს ჩამოაგდებს და უკან გაფრინდება“, - წერია Amazon-ის განცხადებაში.
საინტერესოა, რომ მიტანის სერვისში ამ ტექნოლოგიის ინტეგრირებაზე საუბარი – არახალია: Amazon-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, რომ დრონებით მიტანის სერვისი ხუთ წელიწადში ამოქმედდებოდა. ამ დანაპირებმა სახე 2019 წელს იცვალა, როცა Amazon-მა განაცხადა, რომ ეს სერვისი რამდენიმე თვეში გაეშვებოდა. აღსანიშნავია, რომ მედია იმ თემაზეც სპეკულირებდა, თითქოს დრონებით მიტანის სერვისს Amazon-ი საკუთარი პრემიუმმიტანის სერვისის, Amazon Prime-ის რეკლამისთვის იყენებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი