მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სოციალურ დისტანციას გააკონტროლებს

5eed0dcbf0978
ანუკა ჯოხაძე
20.06.20 00:20
1241
ამერიკული ინტერნეტ-რითეილერი Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გააკონტროლებს სოციალურ დისტანციას თანამშრომლებს შორის. საწყობებში გაჩნდა სპეციალური მონიტორები, რომლებიც კონკრეტულად და თანაც მყისიერად ამოიცნობს იმ ადამიანებს, რომლებიც კოლეგებთან დასაშვებზე ახლოს მივლენ. ამ დროისთვის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმშია.

სისტემა მუშაობს ამგვარად: თითოეული ადამიანი გამოსახულია მწვანე ზონაში, სანამ სხვა ადამიანისგან 2-მეტრიან დისტანციას დაიცავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზონიდან ვარდება და წითლდება. კომპანია ფაქტობრივად ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყოს. გარდა ამისა, ამერიკულმა გიგანტმა თერმული კამერები დააყენა, რათა დააკვირდეს აღენიშნება თუ არა კომპანიის თანამშრომლებს ვირუსის სიმპტომი. კამერას შეუძლია ასევე დააფიქსიროს აქვს თუ არა რომელიმე თანამშრომელს სიცხე. ამას კი შენობაში მყოფი ადამიანების სხეულის ტემპერატურის შედარებით აკეთებს.

ამ გადაწყვეტილებამდე კომპანია მივიდა მაშინ, როდესაც დაინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, Amazon-მა რამდენიმე საწყობის ტერიტორია დროებით დაკეტა. რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რომ თითქოს Amazon-ი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხო გარემოს ადამიანებისთვის.

უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თავად თანამშრომლებიც და ამბობდნენ, რომ რთულია საწყობში სოციალური დისტანციის დაცვა, ამიტომ ინფიცირების რისკი მათ შორის იყო გაცილებით მაღალი. შედეგად კომპანიამ გადაწყვიტა ეს პრობლემა გადაეჭრა ახალი ტექნოლოგიის დახმარებით.

გარდა ამისა, როგორც Amazon-ის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფა არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და შეუძლია გამოიყენოს ყველა დაინტერესებულმა პირმა, იმისათვის, რომ აკონტროლონ ოფისებსა და კომპანიებში უსაფრთხო დისტანცია ადამიანებს შორის. ამ გზით კი Amazon-ს თავისი წვლილი შეაქვს გლობალური მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების პრევენციაში.