05.მაისი .2020 21:20

Amazon-ის შემოსავალი იზრდება, მოგება - მცირდება

views 270
უკან

2020 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამერიკული ონლაინ-მაღაზია Amazon.com Inc.– ის შემოსავლები 26% -ით გაიზარდა და 75.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში კომპანიის მოგება 29%-ით, 2.535 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. მოგების შემცირების მიზეზი გახდა როგორც თანამშრომელთა უსაფრთხოების ნორმებზე დანახარჯის, ასევე სახელფასო ფონდის ზრდა.

უკვე ცნობილია, რომ Amazon-ი მეორე კვარტალში 4 მილიარდ დოლარს დახარჯავს კოროვირუსისგან თანამშრომლების დასაცავად და მდგრადი ოპერაციის შენარჩუნებისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს 1.5 მილიარდ დოლარამდე ოპერაციული ზარალის შემცირება.

კომპანიის მონაცემებით, ამერიკაში ელექტრონული პლატფორმების საშუალებით გაყიდვები პირველ კვარტალში 46,13 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, უცხოეთში - 19.11 მილიარდ აშშ დოლარამდე. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის გამო, Amazon-მა პირველ კვარტალში დამატებით 175 ათასი თანაშრომელი აიყვანა.

ამასთან, 10.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა Amazon Web Services-ის (AWS) შემოსავალიც. ოპერაციული მოგება დაეცა 9.8%-მდე და მიაღწია 3.99 მილიარდ აშშ დოლარს.