მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

5e832d7e080a7
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.20 16:25
972
Amazon-ის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანიაში კორონავიუსისგან თავდაცვის ნორმები არასათანადოდ არის დაცული და მათ დაინფიცირების ეშინიათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

თავის მხრივ, Amazon-ი ამტკიცებს, რომ კომპანიაში ყველა ნორმა დაცულია, მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების სერვისზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„ჩვენ ვცდილობთ, კომპანიის ყველა შენობა ზედმიწევნით გავასუფთაოთ და ვაძლევთ თანამშრომლებს რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაიცვან სოციალური დისტანცირების ნორმები“, - აღნიშნულია Amazon-ის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც გამოცემა წერს, მარტის დასაწყისში Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე 100,000 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავდა. მან ასევე განაცხადა, რომ გაუზრდიდა ანაზღაურებას საწყობის პერსონალს მთელს მსოფლიოში, მათ შორის საათში 2 დოლარით - აშშ-ში, ხოლო საათში 2 £-ით - დიდ ბრიტანეთში.