საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, ამასთან, 2020 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ვარდნა 5.6% იყო.
გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსმა გოგიტა თოდრაძემ. მისი განცხადებით, ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის ვარდნამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც. უფრო კონკრეტულად კი ბიზნეს სექტორის ბრუნვა 6.9 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 7%-ით იყო შემცირებული. ცალკეული სფეროების მიხედვით კი ზრდის შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა მშენებლობაში არსებულმა კლებამ იქონია.
"მშენებლობის სექტორში კვლავ შემცირების ტენდენციაა. კლება იყო როოგრც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობების, ასევე სამოქალაქო და სპეციალიზირებული დანიშნულების ნაგებობების მშენებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების გარკვეული რაოდენობა მიმდინარეობდა, გამოვლინდა კლების ტენდენცია ძირითადად მაინც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობების მიმართულებით, ასევე სამოქალაქო და სპეციალიზებული ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით. აქ შედის ისეთი ობიექტები, როგორიცაა წყლის დამცავი ნაგებობები, ჯებირები და ასე შემდეგ.
სასტუმროებისა და რესტრონების მიმართულებით შემცირება მეტწილად დაკავშირებული იყო საერთაშორისო არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის შემცირებასთან. აგვისტოში 96%-ით, თითქმის 25-ჯერ შემცირდა საერთაშორისო არარეზიდენტების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. გასული წლის აგვისტოში 1.1 მილიონი იყო, 2020 წლის აგვისტოში ეს არ აცდენია 45 ათასს.
ტრანსპორტის სექტორში კლება მეტწილად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის სექტორის ფუნქციონირებასთან. შემცირდა ასევე სატრანსპორტო ტვირთების დამუშავების და შესაბამისი მომსახურების გაწევით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობა.
კლების ტენდენცია შეინიშნებოდა როგორც მოგახსენეთ ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან. სპორტის დასვენების და კულტურული ღონისძიებების მიმართულებითაც არის ბრუნვის საგრძნობი კლება.
ვაჭრობის სექტორში კლება ძირითადად განაპირობა მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებამ. 37%-ით შემცირდა ამ დარგის რეექსპორტის მაჩვენებელი, შემცირდა ასევე საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით, ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით. შემცირდა ასევე ალკოჰოლური სასმელებით საბითუმო ვაჭრობა, რაზეც რასაკვირველია იმოქმედა ტურისტების რაოდენობის შემცირებამ.
როგორც მოგახსენეთ დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან,"- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრიფინგი ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი