მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში “ზალა რესტორანი და მარანი” გაიხსნება

63c8d650245da
ლიკა გურაბანიძე
19.01.23 09:01
921
“ზალა რესტორანი და მარანი” 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს ძველ ბათუმში გაიხსნება. ობიექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მლნ ლარი იქნება. bm.ge-ს რესტორნის დამფუძნებელმა ზურა ბაქრაძემ განუმარტა, რომ ბათუმის რესტორნის კონცეფცია და მენიუ თბილისის მსგავსი იქნება.

“ობიექტი ოთხივე სეზონისთვის იქნება განკუთვნილი და გათვლა ადგილობრივებზეა. სანამ ბათუმში რესტორნის გახსნის გადაწყვეტილებას მივიღებდით, ჯერ ბაზარი შევისწავლეთ და ყველაზე მეტად სწორედ ამ ქალაქით დავინტერესდით, რადგან ის ტურისტულად მუდმივად დატვირთულია. 25-დან 35-მდე ადგილობრივს დავასაქმებთ და გადავამზადებთ, რათა სერვისი ხარისხიანი იყოს. რესტორნის წარმატებულობის თვალსაზრისით, ჩვენი მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია”, - აღნიშნა ზურა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ქართული ინვესტიციით დაფუძნებული “ზალა რესტორანი და მარანი” დაახლოებით სამ წელში ნიუ-იორკში, კერძოდ კი მანჰეტენზე გაიხსნება. ობიექტის მშენებლობაში და მის პირვანდელ განვითარებაში $3 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდება.