მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისში დამზადებული ნატურალური საპნები დუბაიში გაიყიდება

61ea91127a568
მარიამ იზორია
24.01.22 00:05
2372
“დემას”ქართული ნატურალური საპნები  შესაძლოა მალე დუბაის ბაზარზე გაიყიდოს. როგორც “დემას” დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი bm.ge-სთან ამბობს, დუბაის გარდა დაინტერესება იაპონიიდანაც აქვთ.

“ჩვენი პროდუქცია ტურისტულ მაღაზიებში იყიდება. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა, ვფიქრობ, უფრო აქტიური რეკლამირებაა საჭირო.
რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, საცდელი ნიმუშები დუბაიში გვაქვს გატანილი და სავარაუდოდ, მალე პროდუქტის გაგზავნასაც შევძლებთ. ასევე დაინტერესებულები არიან იაპონიიდანაც” - ამბობს “დემას” დამფუძნებელი.

“დემა” ბაზარზე 2016 წლიდან ოპერიებს და მომხმარებელს ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ 32 სახეობის საპონს სთავაზობს. გარდა ამისა, წარმოებაშია სხვადასხვა თავის მოვლის საშუალებაც, მათ შორის თმის კონდენციონერი, სახის გამწმენდი. პროდუქტი, რომლის ფასიც 8-14 ლარამდე მერყეობს, ბოლნისში მცირე საწარმოში მზადდება და სხვდასხვა ტურისტულ მაღაზიაში, ასევე ონლაინ იყიდება.