მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon ყალბ მიმოხილვებთან ბრძოლას აძლიერებს

5da0226153c2a
მიხეილ ხაჩიძე
11.10.19 10:33
687

ამერიკული ონლაინ სავაჭრო გიგანტი Amazon ყალბ შეფასებებთან ბრძოლას აძლიერებს. ამერიკული ბიზნეს პორტალების ცნობით, კომპანიამ 2018 წელს 13 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, რათა მცდარი რეიტინგების შედგენას ხელი შეუშალოს.

როგორც Amazon-ის პრესს-სპიკერზე დაყრდნობით, გავლენიანი გამოცემები იუწყებიან, კონცერნმა 5 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც შეფასებების მანიპულირებაში არიან ბრალდებულნი, სანქციები დააწესა.

ჯერ კიდევ ამ შემოდგომაზე, "New Deal for Consumers" შევა ძალაში, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის შეფასებების ახალ სტრუქტურას ითვალისიწინებს. ამ მეთოდის მიხედვით, მიმოხილვის ნამდვილობა გადამოწმდება და გამოქვეყნდება.

 აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია მომხმარებლების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე აქტიურად ზრუნავს. შარშან Amazon-მა 400 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ "მომხმარებლები თაღლითობისა და სხვა სახის არასწორი ქმედებებისგან" დაიცვან.