მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon–ის, Facebook–ისა და Google–ის დამფუძნებლების ქონება ერთ კვირაში 31 მილიარდით გაიზარდა

600da24c53031
BM.GE
25.01.21 00:05
1449
Amazon–ის, Facebook–ისა და Google–ის დამფუძნებლების ქონება ერთ კვირაში 31 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Forbes –ის ინფორმაციით, ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების აქციების ფასის ზრდა დონალდ ტრამპის მიერ თეთრი სახლის დატოვებას უკავშირდება.

ყველაზე მკვეთრი ზრდა Amazon–ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს შეეხო. Amazon–ის აქციები მიმდინარე კვირაში 6.1%–ით გაიზარდა, რის შედეგადაც მისი გენერალური დირექტორის ჯეფ ბეზოსის ქონება 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 191.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლით ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მან Tesla–ს დამფუძნებელს ილონ მასკს გადაუსწრო და კვლავ პირველ ადგილს იკავებს. პარასკევს, ვაჭრობის დასრულების შემდეგ მასკის ქონებამ 183.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Facebook–ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ქონება კვლავ 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ერთ კვირაში 7.9 მილიარდი დოლარით. სოციალური ქსელის აქციების ფასმა 5 დღეში 9.2%–ით მოიამატა.

Google–ის მფლობელი კომპანიის Alphabet–ის აქციების ფასი 9.5%–ით გაიზარდა, რის შედეგადაც საძიებო სისტემის დამფუძნებლების ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ქონება დაახლოებით 6–6 მილიარდი დოლარით გაიზარდა.