მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოცემამ „Lonely Planet“ ტურისტული გზამკვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ ღვინოს დაუთმო

5fb28c7fe4c8f
BM.GE
16.11.20 19:10
679
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გავლენიანმა გამოცემამ „Lonely Planet“ ტურისტული გზამკვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ ღვინოს დაუთმო.

გზამკვლევში „Wine Trails: Europe“ ესპანურ, პორტუგალიურ და სხვა ქვეყნების ღვინოსთან ერთად დეტალურად მოთხრობილია ქართული ღვინის შესახებ.

როგორც BM.GE-ს ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გზამკვლევის მომზადებამდე „Lonely Planet“-ის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოში, კახეთის მხარეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა და შეგროვებული ინფორმაცია „Lonely Planet“-ის გზამკვლევში გამოაქვეყნა. პარალელურად ჟურნალისტი სხვადასხვა მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს.

Lonely Planet“-ის გზამკვლევი მკითხველს ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ტრადიციის, ღვინის მომზადების წესების, ქვევრის და კახეთის მარნების შესახებ მოუთხრობს. გზამკვლევში დეტალური ინფორმაციაა განთავსებული კახეთში მდებარე მარნებისა და კვების ობიექტების შესახებ.
(NS)