საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად ირაკლი ბაიდაშვილი აირჩიეს. ინფორმაცია პირად Facebook-გვერდზე თავად ბაიდაშვილმა განათავსა, რომელიც აქამდე პალატაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
ირაკლი ბაიდაშვილმა სიახლის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის ამერიკის სავაჭრო პალატაში საქართველოში ამერიკული ინვესტიციით დაფუძნებულ GMT ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის სფეროში ისეთ ბიზნესებს მართავს, როგორიცაა Marriott Tbilisi, Courtyard by Marriott, Moxy Tbilisi, ფუნიკულიორის რესტორანს, პური გულიანს, რიგი გასტროდუქანს და სხვა.
ირაკლი ბაიდაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი არჩევის მიზეზები განმარტა.
„ჩვენ იმ პირობებში ვართ, როდესაც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ბევრი მომგებიანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რამდენიმე პლატფორმა გვაქვს, რომლითაც ამერიკის ოფიციალურ მხარესთან ვურთიერთობთ. ეს არის პირველ რიგში ამერიკის საელჩო საქართველოში. ვმუშაობ იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამ პროცესში რამდენიმე ორგანიზაციაა ჩართული.
ძალიან საინტერესო პლატფორმაა საქართველოში ინვესტორთა საბჭო, რომელიც ძალიან ეფექტიანია იმისთვის, რომ მთავრობასთან AmCham-ის 230-ზე მეტი წევრი კომპანიის ინტერესები და კონკრეტული საკითხები წარვადგინოთ.
ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს საფინანსო ინსტიტუტებთან - DFC-თან, მსოფლიო ბანკთან, EBRD-სთან.
ასევე მნიშვნელოვანია USAID-თან თანამშრომლობა. ჩვენ გასულ წელს მათთან თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ სტუმარმასპინძლობის სფეროში თანამედროვე სტანდარტებისა და უნარ-ჩვევების დაფუძნების შესახებ, რომლის ფარგლებში დიდი სასტუმროების ქსელებში ბევრი ახალგაზრდა გადამზადდა.
ჩვენთვის მთავარი წევრების ინტერესებია. რა იმპულსებსაც მათგან ვიღებთ, იქნება ეს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით, გვერდში დავუდგეთ და აგრეგირებული სახით მესამე პირებთან წარვადგინოთ“, - განმარტა ირაკლი ბაიდაშვილმა და დასძინა, რომ ეს ყოველივე საქართველოში მეტი ამერიკული და უცხოური კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს.
„თუ ჩვენ საქართველოს ამერიკელ და უცხოელ ინვესტორებთან კაპიტალის დაბანდების ხელსაყრელ ადგილად წარმოვაჩენთ, შეგვეძლება ვთქვათ, რომ დიდ წარმატებას მივაღწიეთ“, - აღნიშნა AmCham-ის პრეზიდენტმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება