მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AmCham-ს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე შენიშვნები აქვს

5dcd7ce252607
სალომე მეცხვარიშვილი
15.11.19 11:00
1078
ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს მაიკლ ქაუგილს შენიშვნები აქვს დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომაზდებულ ინიციატივაზე, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

ქაუგილი აცხადებს, რომ ისინი შრომის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვას, რა თქმა უნდა, ემხრობიან, თუმცა, მთავარი კითხვა დღეს არის: რამდენად შორს მიდის ამ მიმართულებაში სახელმწიფო? 

ქაუგილს პრეტენზიები აქვს იმ ნაწილზე, რომელიც ადამიანს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობაზე შეზღუდვებს უწესებს, ასევე ლიმიტებზე სამუშაო დროსთან დაკავშირებით. ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აუცილებელია, ბალანსი იყოს ნაპოვნი.

“ჩვენ გვინდა უბრალოდ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, არის ბიზნესისთვის კარგი. ზოგადად ძალიან კონსერვატიული მიდგომა გვაქვს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არავის სურს, რომ ვინმე დაშავდეს სამუშაო პროცესში. ასევე ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რამდენად შორს მივდივართ ამ კუთხით. ორი სამუშაო ადგილის აკრძალვა, სამუშაო საათები - არის ბევრი პრობლემური საკითხი ამ ცვლილებების პროექტში. პირველ რიგში, ეს რთულად აღსრულებადია და არ ვფიქრობთ, რომ ეს ეფექტური იქნება. რამდენიმე წლის წინ, სანამ შრომის კოდექსში შევიდოდა ცვლილებები კანონმდებლობა, ნამდვილად იყო კომპანიების მხარეს და ნაკლებად იცავდა დასაქმებულს, თუმცა, ჩვენ მაშინ შევძელით და დავაბალანსეთ ცვლილებები, ახლაც იგივე უნდა გავიმეოროთ”,- აცხადებს ქაუგილი.