მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AMD კომპანია Qualcomm-თან თანამშრომლობას აანონსებს - ბირჟაზე მისი აქციები იზრდება

62865293e469d
გიორგი თოლორდავა
19.05.22 20:30
2038
კომპიუტერული პროცესორებისა და ვიდეობარათების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანია AMD ახალ პროექტში Qualcomm-თან თანამშრომლობას აანონსებს, რომელიც ნახევარგამტარების წარმოებაში გლობალური ლიდერია.

კოლაბორაციის ფარგლებში, კომპანიები AMD-ის ახალი თაობის პროცესორების სერიის, Ryzen PRO 6000-ის ოპტიმიზაციაზე იმუშავებენ. Qualcomm-ის FastConnect ტექნოლოგიის საშუალებით AMD-ის პროცესორები ახალი თაობის Wi-Fi-ს მხარდაჭერას მიიღებენ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის Ryzen PRO-ს შესაძლებლობებს.

AMD-ისა და Qualcomm-ის თანამშრომლობის ამბავი ინვესტორებმა უაღრესად პოზიტიურად მიიღეს. მიუხედავად საფონდო ბირჟების დაღმასვლის ზოგადი ტენდენციისა, AMD-ის აქციების ღირებულება თითქმის 9%-ით გაიზარდა, 5-დღიან ჭრილში კი ზრდის მაჩვენებელი 11%-ს შეადგენს.

AMD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 157 მილიარდ დოლარს აღწევს და ის კომპიუტერული ტექნიკის გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია, მისი მთავარი კონკურენტებია Nvidia და Intel.

კომპანია AMD-ის პროცესორებსა და ვიდეობარათებს იყენებენ როგორც ბიუჯეტურ კომპიუტერულ ტექნიკაში, ასევე პრემიუმ-სეგმენტის გეიმინგ ლეპტოპებსა და კომპიუტერებში, მათ შორის, სათამაშო კონსოლებშიც (PlayStation, XBOX).

ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, AMD-ის ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები, მნიშვნელოვანი ბაზრის წილი, ლოიალურ მომხმარებელთა ბაზა და კონკურენტუნარიანი პროდუქცია აქვს, რაც მას განსაკუთრებით საინტერესო საინვესტიციო კომპანიად აქცევს, განსაკუთრებით კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს მისი აქციები 35%-ითაა შემცირებული, რაც, შესაძლოა, ერთგვარ ფასდაკლებად იქნეს აღქმული.


საქართველოს ბანკის მობილბანკით შეგიძლია 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია, როგორებიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და, მათ შორის, AMD.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.