მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამდენი სსიპ-იდან ვინმემ თქვა უარი პრემიაზე? ამ დროს თანამშრომლები უსამსახუროდ დაგვრჩა”

5f9fc7c95b076
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.20 12:45
1148
ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დირექტორი საბა კინკაძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ბიზნესის დიდ ნაწილს თანამშრომლების გათავისუფლება ან მათთის ხელფასების შემცირება მოუწია, თუმცა ამის პარალელურად არცერთ ხელისუფალს პრემიასა და ანაზღაურებაზე უარი არ უთქვამს.

“ერთი კაცი გინახავთ ხელისუფლებიდან, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ უარს ამბობს თავის პრემიაზე?! განა იმიტომ, რომ ნაკლებს მუშაობს, უბრალოდ იმიტომ, რომ ქვეყანას უჭირს... ამდენი სსიპ-იდან და ააიპ-დან ვინმემ მაინც თქვა უარი პრემიაზე?ვინმემ თქვა, რომ ხელფასები შეამცირეს?! ჩვენ თუ ვიკლებთ რაღაცეებს და ვაკლებთ ჩვენს ხალხს, შუბლზე ძარღვი არ გვაქვს?! მათ რატომ არ შეუძლიათ მსგავსი რამ გააკეთონ და უარი თქვან მივლინებებსა და ხარჯებზე?!”, – აცხადებს საბა კიკნაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება სამსახურების გარეშე დარჩენილ ადამიანებთან დაკავშირებით არაადეკვატური იყო და ამის მაგალითია მათთვის თვეში 200-ლარიანი დახმარების გაცემა, რაც კიკნაძის შეფასებით, "უაღრესად დაბალი თანხაა".

“ჩვენ, ბიზნესმა საშინელი დარტყმა განვიცადეთ, ქამრები შემოვიჭირეთ, იძულებული გავხდით 9 თვის შემდეგ ან უხელფასო შვებულებაში გაგვეშვა თანამშრომლები ან ხელფასები შეგვემცირებინა, მაგრამ იგივე გადაწყვეტილებები მთავრობისგან ვერ დავინახეთ; ვერ დავინახეთ დაპირებების და ამ დაპირებების შესრულების თვალსაზრისით, ვერ დავინახეთ მასშტაბებით - თუნდაც 200-ლარიანი დახმარება რას ნიშნავდა?! ახალი პარლამენტის და მთავრობისგან ველოდები პროფესიონალიზმს, გულისხმიერებას და ნამდვილად ქვეყნისთვის მუშაობას და არა - დინებას მიყოლას”, - აცხადებს საბა კიკნაძე.