მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარდა

60f6cb70bfa41
თელარა გელანტია
20.07.21 17:09
2257
20 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ 3.0962 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1076 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.14 თეთრი შეადგინა.

დღეს ლარი ევროს მიმართაც გამყარდა, რომლის კურსი 3.6492 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6592 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.00 თეთრი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქული ლირის და გირვანქა სტერლინგის მიმართაც გამყარდა, შესაბამისად, 0.3619 და 4.2210 ლარამდე.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 21 ივლისიდან შევა ძალაში.