02.მარტი .2020 01:32

American Airlines-ი და Delta მილანში ფრენებს აჩერებენ

views 353
უკან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობისგან თავის შეკავების გზავნილის შემდეგ, ამერიკის უმსხვილესი ავიაკომპანიები Delta და American Airlines-ი მილანში ფრენებს აჩერებენ. 

Delta-ს გადაწყვეტილებით, ფრენები 2020 წლის მაისამდე, ხოლო American Airlines-ის გადაწყვეტილებით კი 24 აპრილამდე შეჩერდება. 

ჩრდილოეთ იტალიაში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია United-ს, თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა მისი ევროპის ქვედანაყოფი რეისების სიხშირის და მიმართულებების მოსალოდნელი შემცირების შესახებ უკვე გააფრთხილა. 

კორონავირუსის ეპიდემია ამერიკულ საავიაციო ინდუსტრიაზე საკმაოდ მძიმედ აისახა. American Airlines-ი S&P 500-ის ინდექსის ერთადერთი კომპანიაა, რომლის აქციების ფასიც გასული კვირის განმავლობაში 30%-ზე მეტად დაეცა. 

ამ დროისთვის იტალია კორონავირუსის გავრცელების რიგით მესამე უმსხვილესი კერაა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1,694-ს შეადგენს.