მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

American Airlines-მა არასაკმარისი მუშახელის გამო ასობით ფრენა გააუქმა

60d097dfec42b
ნათია თაქთაქიშვილი
21.06.21 22:30
807
აშშ-ის წამყვანმა ავიაკომპანია American Airlines-მა არასაკმარისი მუშახელის გამო ასობით ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 20 ივნისის მონაცემებით, ავიაკომპანიას 190 რეისის გაუქმება მოუხდა, რაც დაახლოებით მათი სრული ფრენების 3%-ია. მიზეზი არასაკმარისი ეკაპაჟების რაოდენობა გახდა.

American Airlines-ის განცხადებით, ავიაკომპანია საკუთარი ფრენების კალენდრის გადახედვას აპირებს და სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებისთვის მოთხოვნის შესაბამისი სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდება.

CNBC-ის მიხედვით, ავიაკომპანია მსგავსი გამოწვევის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც მოგზაურობაზე მოთხოვნა პანდემიამდელ მდგომარეობას თითქმის დაუბრუნდა.

აშშ-ს ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებით, 20 ივნისის მონაცემებით აეროპორტებით 2.1 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის 7 მარტის შემდეგ, თუმცა 23%-ით ნაკლებია პანდემიამდე პერიოდთან შედარებით.