15.მარტი.2019 00:31
მსოფლიო

ამერიკამ Boeing 737 Max-ს საჰაერო სივრცე დაუხურა

ამერიკამ Boeing 737 Max-ს საჰაერო სივრცე დაუხურა
ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართვველომ (FAA) Boeing 737 MAX-ს საჰაერო სივრცე დაუხურა.

FAA-ს განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც 10 მარტს ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებზე მიანიშნებენ. 

ამ გადაწყცეტილების შედეგად, ახალი ბოინგისთვის საჰაერო სივრცე პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ჩაიკეტა. გუშინ საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც მიიღო. 

“გამოკვლევებმა ცხადყო მსგავსება ეთიოპიის ავიაკატასტროფასა და 2018 წლის ოქტომბერში მომხდარ ინდონეზიის ავიაკატასტროფას შორის. ორივე შემთხვევის დროს დაფიქსირდა Boeing 737 MAX-ის ვერტიკალური რყევა და სისწრაფის არასტაბილურობა“, - აცხადებს FAA-ს ხელმძღვანელი.

Boeing-ი კი, დარწმუნებულია მისი თვითვმფრინავების უსაფრთხოებაში.

ეთიოპიის ავიახაზების რეისის -  ET302-ის შავი ყუთები საფრანგეთში იქნა გაგზავნილი, ვინაიდან გერმანიამ ტექნიკური პრობლემების გამო, უარი განაცხადა გამოკვლევაზე.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი დრო დასჭირდება "შავი ყუთების" მონაცემების წაკითხვას.
ავტორი: ირინა ჩოჩუა

24.მაისი.2019 00:10
47

რიანას კოლექცია, რომელიც მომღერალმა Fenty-სთვის შექმნა

ვრცლად
23.მაისი.2019 23:15
76

Ford–ი ამანათების დამრიგებელ რობოტებს ტესტავს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:00
72

Honda 137 000 ავტომობილს უკან გაიწვევს

ვრცლად
23.მაისი.2019 19:44
92

დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვრცლად
23.მაისი.2019 11:22
125

Prada 2020 წლიდან ცხოველების ბეწვს აღარ გამოიყენებს

ვრცლად
23.მაისი.2019 10:14
186

"მაკდონალდსი" ფუტკრებისთვის

ვრცლად