მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკაში იყიდება ჩემი პროდუქცია და აქ ვერ შევიტანე სუპერმარკეტში -„გლენბერის“ დამფუძნებელი

5ee37a85df42b
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.20 20:05
6606
ქართული სამაცივრე მეურნეობა „გლენბერის“, რომელიც 20 დასახელების ხილ-ბოსტნეულს აწარმოებს, ქართულ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას პრობლემები შეექმნა. ამის შეხახებ BM.GE-ს კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რაფაელ მაღალაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 2019 წელს ქართულ ბაზარზე კომპანიის მიერ წარმოებული დაახლოებით 750 000 ლარის პროდუქცია გაიყიდა, რითად იმპორტი ჩანაცვლდა, თუმცა კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ წარმოებას ქართულ ბაზარზე სათანადო დაფასება არ აქვს.

„სირცხვილია, რომ საქართველოში ჩემი წარმოების პროდუქტით მხოლოდ 3 ქსელში შევედი. ჩვენი ნაწარმი წარმოდგენილია მხოლოდ გუდვილში, აგროჰაბსა და ევროპროდუქტში. დანარჩენებმა არ შეგვიშვეს და ყიდიან პოლონეთის იმპორტირებულ პროდუქციას. ამერიკაში იყიდება ჩემი პროდუქცია და აქ ვერ შევიტანე სუპერმარკეტში. იმიტომ ვერ შევედით, რომ ეს კომპანიის შიდაპოლიტიკის ბრალია. მე რომ ვაწარმოებ საქართველოში, ყველა მიზეზის გარეშე უნდა შევძლო ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. ქსელები ძირითადად უპირატესობას იმპორტირებული პროდუქტს ანიჭებენ.სერბეთიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან და ასევე უკრაინიდან შემოდის პროდუქცია, რომელსაც ხარისხით ჩვენი პროდუქტი ბევრად ჯობია და ეს არის ექსპერტების მიერ დადასტურებული“, - ამბობს რაფაელ მაღალაშვილი.

ბიზნესმენი არ აკონკრეტებს რას გულისხმობს "ქსელების შიდაპოლიტიკაში" და მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში ადგილობრივ მწარმოებლებს ხელისუფლება უნდა დაეხმაროს.

„სახელმწიფო ამაში უნდა დაგვეხმაროს და მისცეს განკარგულება ასეთ ქსელებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია მიიღონ სარეალიზაციოდ სუპერმარკეტებმა“, - განაცხადა ბიზნესმენმა.