ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველმა ტელენევროლოგმა, დავით მრელაშვილმა კახეთის რეგიონს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად –80 გრადუსზე მომუშავე მაცივარი საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად reginfo-მ გაავრცელა. მოგვიანებით კი აღნიშნული bm.ge-სთან თავად დავით მრელაშვილმა დაადასტურა.
"მაცივარი უკვე ადგილზეა. ის 529 ლიტრის ტევადობისაა, რაც სრულად აკმაყოფილებს კახეთისთვის "ფაიზერის" ვაქცინის ტევადობას", - განუცხადა bm.ge-ს დავით მრელაშვილმა.
მისივე თქმით, მის მიერ ნაჩუქარი კიდევ ერთი მაცივარი ამჟამად ლუგარის ლაბორატორიაშია და მას იმ რეგიონისთვის გამოიყენებენ, რომელსაც დასჭირდება.
ცნობისთვის, საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა უნდა მიიღოს. ვაქცინა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, გადაიდო. საქართველოს ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან დამატებითი მოთხოვნის წამოყენება გახდა. "ფაიზერის" ვაქცინის მიღების კონკრეტული თარიღი კვლავ უცნობია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი