04.სექტემბერი .2020 21:39

ამერიკელების 72%-მა წელს შვებულების საზღვარგარეთ გატარება ვერ შეძლო – Forbes

views 378
უკან

ამერიკული Forbes-ი ანალიტიკურ კომპანია Value Penguin survey-ზე დაყრდნობით წერს, რომ უახლესი კვლევებით ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 72%-მა ვერ ისარგებლა საზაფხულო შვებულების საზღვარგარეთ გატარების შესაძლებლობით პანდემიის გამო და მხოლოდ რამდენიმე დღით მოახერხეს გარიდებოდნენ ძირითად საცხოვრებელ ადგილებს.

გამოცემის მიხედვით, Value Penguin survey-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 71% აცხადებს, რომ თვითმფრინავით გაფრენის ნაცვლად საგზაო ტრანსპორტი გამოიყენეს და სარელაქსაციოდ რამდენიმე დღიანი მოკლე დისტანციები შეარჩიეს.

Value Penguin survey-ის კვლევების მიხედვით, რესპოდენტების 32% მიიჩნევს, რომ 2021 წელს აუცილებლად გამოიყენებენ შვებულებას და მის გატარებას საზღვარგარეთ გეგმავენ, თუ მათ ისევ ხელს არ შეუშლით კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვები ან ეპიოდემიოლოგიური მდგომარეობა.

სტატისტიკური მონაცემებით,  2021 წლისთვის დაგეგმილი მოგზაურობების 86% სწორედ საერთაშორისო მიმართულებებზე მოდის. აშშ-ის მოსახლეობაში საერთაშორისო მიმართულებებს შორის ყველაზე პოპულარულია მექსიკაა, მას მოჰყვება კარიბის, ბაჰამის, ვირჯინიის კუნძულები და იამაიკა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა