მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი შესაძლოა 2021 წლის მაისამდე არ იყოს, ზოგიერთმა და განსაკუთრებით ამერიკელებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს შემდეგი არდადეგების დაგეგმვა. ამის შესახებ სტატიას Business Insider-ი აქვეყნებს.
მოგზაურობის საძიებო სისტემის Skyscanner-ის მონაცემებით, 2020 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია Pfizer-ის პერსპექტიული და დამაიმედებელი ვაქცინის შესახებ, ეკონომ-კლასის ბილეთების ძიება პლატფორმაზე, წინა დღესთან შედარებით, 39%-ით გაიზარდა, ჯავშნებზე კი, 25%-იანი მატება დაფიქსირდა. ანალოგიურად, 2020 წლის 16 ნოემბერს, როდესაც იმედისმომცემი Moderna-ს ვაქცინის ამბები გახდა ცნობილი, აშშ-ში საძიებო სისტემაში ბილეთების თვალიერება 63%-ით გაიზარდა და 17%-ით მოიმატა ჯავშნებმა.
რას ეძებენ და სად გეგმავენ ამერიკელები მოგზაურობას შემდეგი შვებულების დროს? Skyscanner-ის თანახმად, უმეტესად მოთხოვნა და დაინტერესება დიდ ქალაქებზე მოდის, ისეთებზე, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და მაიამი. როგორც ექსპერტები ამბობენ, ესეც პანდემიის ეფექტია და თუკი აქამდე ჩვენივე უსაფრთხოებისთვის პატარა ქალაქებში გვიწევდა მოგზაურობა, ვაქცინის შემდეგ დიდ ქალაქებზე იმაზე მეტად გაიზრდება მოთხოვნა, ვიდრე აქამდე იყო, ხოლო გადაადგილების კუთხით, ფრენებზე, მატარებელზე და ავტობუსებზე, დაბალი ტარიფები და მოქნილობა, სავარაუდოდ, გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება, ჯავშნების წახალისების მიზნით.
თუმცა ფაქტია, პირველი რასაც ადამიანები, მათ შორის კოვიდ-გადატანილები, ასევე კოვიდ-გადარჩენილები დაიწყებენ, იქნება მოგზაურობა. მას არ სჭირდება წახალისება, რადგან მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ეს არის განტვირთვის უმთავრესი საშუალება და მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ისინი მაინც იყიდიან ბილეთს და დაგეგმავენ შვებულებას. ასე იყო სარსის, ებოლას, ტერორისტული აქტებისა თუ სხვა კატასტროფების შემდეგ.
როგორც Business Insider-ი წერს, მართალია ჯერ კიდევ შთაგონების დონეზეა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ სად უნდა იმოგზაურო 2021 წელს, მაგრამ "ხეტიალი" რომ დაბრუნდება, ეს უკვე ფაქტია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა