11.თებერვალი .2020 00:10

ამერიკელი კონგრესმენი უგულავას დაკავებაზე - "სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა"

views 262
უკან

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც ის „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, სასამართლოს გამოყენება იარაღად არ არის დემოკრატია.

„გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ლიდერი დღეს დააკავეს და მიუსაჯეს 38 თვით თავისუფლების აღკვეთა ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მან უკვე მოიხადა სასჯელი. იმის თქმა, რომ ეს გვაწუხებს, მსუბუქი ნათქვამი იქნებოდა. სასამართლოს გამოყენება იარაღად არ არის დემოკრატია“, - წერს ადამ კინზინგერი.

ცნობისთვის, გიგი უგულავას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.