მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკელი მილიარდერი: დროა, Facebook-ი დაიშალოს

5da8b8d529426
BM.GE
18.10.19 00:30
4217
დროა, Facebook-ი დაიშალოს, - ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, Salesforce-ის დამფუძნებელმა მარკ ბენიოფმა განაცხადა. მან სოციალური ქსელის კრიტიკისას აღნიშნა, რომ მისი სახელი ემატება იმ ადამიანთა სიას, ვინც ფიქრობს, რომ Facebook-ის უნდა დაიშალოს.

„ის მიჯაჭვულობას იწვევს, ის არ არის სასარგებლო თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, იქ გადის პოლიტიკური რეკლამები, რაც არ არის სწორი. ის ასევე ყიდულობს სხვა კომპანიებს და მათ მონაცემებს თავის მონაცემებში ურევს. (გულისხმობს Instagram-ს და WhatsApp-ს) ამიტომაც ვფიქრობ, ვინაიდან ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ისინი უნდა დაიშალონ. ვინაიდან მათ აქვთ უზარმაზარი გავლენა, როგორც ყველაზე მსხვილ სოციალურ მედიაპლატფორმას დედამიწაზე“, - განაცხადა ბენიოფმა.

აღსანიშნავია, რომ ბენიოფი არ არის პირველი, ვინც Facebook-ის დაშლაზე საუბრობს. ის, რომ აღნიშნული პლატფორმა ფაქტობრივად, მონოპოლისტია ბაზარზე, დიდი ხანია დისკუსიის საგანია.